LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

eBay-ზე გასაყიდად არაოფიციალურად გაკეთებული კონცეპტ-ქარი Lexus 2054 გამოიტანეს

57

ინტერნეტ აუქციონზე eBay-ზე გასაყიდად განათავსეს არაოფიციალურად გაკეთებული კონცეპტ-ქარი Lexus 2054, რომელიც 2002 წლის ფანტასტიკური ჟანრის ფილმში ,,Minority Report” გამოჩნდა. ავტომობილი, სახელწოდებით Vetter Custom Dimensia,  95 ათას დოლარად შეაფასეს.

რომელი ავტომობილი გახდა რეპლიკას საბაზისო ობიექტი, ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავტომობილი, რომელიც სერიულ წარმოებაში ჩაეშვება, ექნება Porsche-ს მიერ წარმოებული2.7 ლიტრიანი ძრავი. გადაცემათა კოლოფი კი იქნება ავტომატური.

მოდელი აღჭურვილი იქნება ელექტრონული ვერტიკალურად მოძრავი კარითა და კონდიციონერით. ასევე, სავარაუდოა, რომ ექნება ორი გარე კამერა, რომელიც მანქანის შიგნით ორნაწილიან ეკრანზე მოახდენს მულტმიმედიური სისტემის ტრანსლირებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები