LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ებოლას ვირუსი

108
ებოლა

ებოლას ვირუსი იწვევს რთულ და ხშირად ფატალურ ვირუსულ ჰემორაგიულ ცხელებას ადამიანებში და სხვა ძუძუმწოვრებში. ინფიცირებულთა უმრავლესობა იღუპება უყურადღებობის გამო ან დაგვიანებული მკურნალობის მიუხედავად. 2013-2015 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას ავადმყოფობამ ეპიდემიის სახე მიიღო. ადამიანიდან ადამიანზე და ცხოველებიდან ადამიანზე ებოლა სხეულის სითხის მეშვეობით გადადის. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო ებოლა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ დაავადებათა ნუსხაშია.

ებოლა ვირუსის ძირითადი მატარებელია ღამურა. სულ ბოლოს ინფექცია ადამიანებსა და დიდ მაიმუნებში ვლინდება. დაინფიცირება ხდება ღამურასთან, ან სხვა მასპინძელთან კონტაქტით. ეპიდემია, როგორც წესი, ვრცელდება მაშინ, როდესაც ტემპერატურა დაბალია, ტენიანობა კი მაღალი ვიდრე ჩვეულებრივად არის აფრიკაში. ადამიანის მძიმე ავადმყოფობისგან გადარჩენის შემთხვევაში, ებოლა ვირუსი თვეების განმავლობაში არსებობას განაგრძობს რამდენიმე ორგანოში, როგორიცაა თვალი და სათესლე ჯირკვლები.

„ავადმყოფობა ხასიათდება მაღალი ტემპერატურით (დაახლოებით 39°C), სისხლის ღებინებით, სისხლიანი დიარეით, მუცლის ტკივილი, პროსტრაცია სახსრებში „სიმძიმით“, და შეუვალი სიკვდილის ევოლუცია დაახლოებით სამი დღის შემდეგ.“
ადამიანებში დაავადების სიმძიმე სხვადასხვაგვარია. დაავადების სიმძიმის სხვადასხვაგვარობა დამოკიდებულია დაავადებულის გენეტიკურ განსხვავებებზე. 2016 წლის დეკემბერში მკვლევრებმა 70-100 %-იანი ეფექტურობის ვაქცინა შექმნეს, რომელიც პირველია ებოლას დაავადების წინააღმდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები