ებრაელი მამაკაცები თვითმფრინავში ქალბატონებთან ერთად არ ჩასხდნენ. შემთხვევა ისრაელის ავიაკომპანიის EL Al–ის ბორტზე მოხდა. ლაინერი ნიუ–იორკიდან თელ–ავივის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, როდესაც რამდენიმე მამაკაცმა თანამგზავრთა სქესი გააპროტესტა. სიტუაციის მოგვარება ბორტგამცილებლებმა სცადეს, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო იყო, რადგან ბორტგამცილებლებიც მდედრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ. საბოლოოდ, ქალბატონებს ადგილის შეცვლა მოუხდათ და რეისიც მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა.
საინტერესოა, რომ ერთ–ერთი გაბრაზებული მგზავრი მთელი გზა თვალდახუჭული იჯდა, რათა ბორტზე მყოფი ქალებისთვის შემთხვევით თვალი არ მოეკრა.
https://t.co/XlTF3jihWY @TimesofIsrael
NY-Israel flight delayed by ultra-Orthodox men’s refusal to sit next to women. If you have witnessed or experienced illegal gender segregation, please report the incident to us, and we will take action. pic.twitter.com/JUAZ23ovBW— IRAC (@Israel_RAC) 24 June 2018