ტეილორ სვიფტმა სიმღერაზე „End Game“ კლიპი გამოუშვა, რომელიც მისი ახალი ალბომის „Reputation“ რიგით მესამე მხარდამჭერი ნამუშვარია.
ვიდეოში ედ შირანი და რეპერი Future მონაწილეობენ. სიუჟეტის მიხედვით ისინი გრანდიოზულ წვეულებებს აწყობენ. ტეილორმა კი დიდებული გეტსბის იმიჯი მოირგო.
შეგახსენებთ, რომ დისკის მხარდასაჭერად სვიფტმა უკვე გამოუშვა ორი სიმღერა „Look What You Made Me Do“ და „…Ready For It?“