LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედ შირანის უკანასკნელი ალბომი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვა

168
photo-collage.png (20)

ედ შირანმა სიმბოლური დასახელების ალბომების გამოშვება დაიწყო. მუსიკალური პროექტი ექვს დისკს გააერთიანებს, რომელთაგან პირველი – Play 12 სექტემბერს დარელიზდა. შემდეგი ხუთი ჩანაწერის სათაურებიც მედია კონტროლის სიმბოლოებზეა დაფუძნებული.

34 წლის მუსიკოსის ინფორმაციით, მომავალი კრებულების სახელწოდებები – Pause, Fast Forward, Rewind, Stop და Eject იქნება.

აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი დღის სინათლეს მომღერლის გარდაცვალების შემდეგ იხილავს.

შეგახსენებთ, რომ ედ შირანი მუსიკალურ ასპარეზზე 2011 წლიდან გამოჩნდა. მას შემდეგ მან მათემატიკური დასახელების ხუთი და ორი არათემატიკური სტუდიური ალბომები გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები