LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Edison Research-ის გამოკითხვის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას” – 33% მისცემდა ხმას, „ერთიანობას“ – 19%, „კოალიცია ცვლილებისთვის” – 13%, „ძლიერ საქართველოs” – 12%, „გახარია – საქართველოსთვის“ – 11%

154
ხალხი

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 33%
ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 19%
კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 13%
ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 12%
გახარია – საქართველოსთვის – 11%
ლეიბორისტული პარტია – 4%
გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%
სხვა პარტიები – 1%

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

გამოკითხვა ჩატარდა 17.09-29.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g