LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Edison Research: მოსახლეობის 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია

142
პარლამენტი

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე, გსურთ, რომ ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია (ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • მოსახლეობის უმრავლესობას, კერძოდ, 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია.
  • „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში დარჩენა კი – 32%-ს სურს.

სექტემბერში ჩატარებული Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 67%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები), 33%-ს კი უმრავლესობაში ქართული ოცნების დარჩენა ერჩივნა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები