LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეძებდა მთელი მარტვილი, მაშველები… იბრძოლა, არ დაიბნა და ნაპირზე გამოსვლა მოახერხა“ – მარტვილში გადარჩენილი 6 წლის ბავშვი თავს კარგად გრძნობს

490
მარტვილში გადარჩენილი ბავშვი

სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, ჩავარდნილი 6 წლის ბავშვი, რომელიც მაშველებმა უვნებლად იპოვეს, თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

პატარა დანი მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ უსაფრთხოდ გამოიყვანეს ნაპირზე.

მარტვილში მომხდარ შემთხვევის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა და 6 წლის ბავშვის გადარჩენის ამბავს ეხმაურება:

„ბავშვს ფეხი დაუცურდა (ქვემო ხუნწი) და ცხენისწყალში გადავარდა, დინებამ წაიღო. ეძებდა მთელი მარტვილი+მაშველები, რამდენიმე საათის განმავლობაში და ბოლოს ცოცხალი და უვნებელი, ოღონდ ღონემიხდილი იპოვეს ნაპირზე გამორიყული: იბრძოლა, არ დაიბნა და ნაპირზე გამოსვლა მოახერხა. ბედნიერი გაიზარდე, პატარავ, ეს ჟინი და ბრძოლისუნარიანობა არ დაგეკარგოს და განგემტკიცებინოს“, – წერს ლაშა ბერულავა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 10 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხუნწში, ცხენისწყლის მიმდებარედ ბავშვი გაუჩინარდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ძებნა-შველის ღონისძიებაში მყისიერად ჩაერთო დაახლოებით 50 მეხანძრე-მაშველი, წყალზე სამაშველო ტექნიკა და მყვინთავთა ჯგუფი. მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან დაახლოებით 500 მეტრში, მაშველებმა ბავშვი ნაპირზე უვნებლად აღმოაჩინეს და უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე…

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on სამშაბათი, 10 ივნისი, 2025
magti 5g