LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან, ეს არის ან ინფორმაციის არ ქონის შედეგი, ან პოლიტიკური სპეკულაცია – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან, ეს არის ან ინფორმაციის არ ქონის შედეგი, ან პოლიტიკური სპეკულაცია, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მისი თანაგუნდელის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას. კობახიძე იმედოვნებს, რომ ამ შემთხვევაში ეს იყო ინფორმაციის არ ქონის შედეგი. მისივე თქმით, გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევას ორი მიზეზი ჰქონდა.

„ორი მიზეზი ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას. ერთი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა და ყველა კვალიფიციური იურისტი თანხმდება იმაზე, რომ რეგლამენტის უხეში დარღვევით იყო არჩეული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე. მეორე საკითხი არის გუნდურობა. გუნდში იყო ეს განსახილველი საკითხი. ამ ორი მიზეზით იყო გადაწყვეტილება მიღებული. არ არსებობს რეგლამენტის თანახმად ინსტანცია, რომელიც დაადგენს კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის ლეგიტიმურობას, აქედან გამომდინარე ეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა ფრაქციას“, – განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მისი აზრით, გედევან ფოფხაძის საკითხი არ იყო პროცედურების დარღვევა, არამედ, ეს უკავშირდება იმას, რომ მათ არ სურთ სააკაშვილ-ადეიშვილის მოსამართლეები უვადოდ იხილონ უზენაეს სასამართლოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g