ეკა ხოფერიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი სასწრაფოდ არის მოსაძბენი და კითხვით მიმართა საკუთარ მეგობრებს „ფეისბუქზე“, თუ რაში ხედავენ გამოსავალს.
“არ მგონია, ადამიანი არსებობდეს, ვისაც მოწონს ის, რაც ხდება. ქილიკი, დაცინვა ხომ საერთოდ გაუგებარია ჩემთვის. ყოველთვის არსებობს გამოსავალი, გამოსავალი იმისთვის, რომ არ დაზარალდნენ ჩვენი თანამოქალაქეები. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ნება ორივე მხრიდან უნდა მოდიოდეს.
ერთი რამ, ვფიქრობ, უნდა გვახსოვდეს, რომ არც ისინი და არც ესენი სხვები არ არიან, ვერავის ვერ გადაასახლებ სხვა პლანეტაზე და ვერ გააქრობ. ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ყველა და თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა ეს ქვეყანაც შევინარჩუნოთ, კრიზისს გავუძლოთ და თითოეული ჩვენი ადამიანის უსაფრთხოება, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება შევინარჩუნოთ.
სად არის გამოსავალი? ჩვენ ხო ვხვდებით, რომ მოსაძებნია ეს გამოსავალი?
ჩემს ფეისბუქში ხართ სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანები.
მაინტერესებს, თქვენი აზრით, სად არის გამოსავალი ამ ისედაც ურთულეს დროში ასეთი დაძაბულობის განმუხტვის. რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ?“
კომენტარებში მძლავრობს შეფასება, რომ მმართველმა ძალამ და ოპოზიციამ უნდა დაილაპარაკონ და ორივე მხარე დათმობაზე უნდა წავიდეს.
