LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხოფერია: „რასაც „ფეისბუქზე“ ვკითხულობ, წარმოუდგენელი გინება და მიწასთან გასწორებაა…“

269
ekaxoperia20921

ნინი ბადურაშვილის საყოველთაო კრიტიკას ტელეწამყვანი ეკა ხოფერია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რასაც სოციალურ ქსელებში კითხულობს, სისასტიკეა.

გთავაზობთ ჟურნალისტის სტატუსს:

„გადავლაცაა და გადავლაც. არ დაეთანხმო, გააკრიტიკე ადამიანი. ის, რასაც ვკითხულობ „ფეისბუქზე“, ჩემთვის წარმოუდგენელი სისასტიკე, ღვარძლი, გინება და მიწასთან გასწორებაა“.

შეგახსენებთ, რომ ნინი ბადურაშვილმა გოგონას, რომელმაც მას უარყოფითი კომენტარი დაუწერა, ფოტო გამოუქვეყნა და მიმართა, ასეთი გარეგნობით რატომ ბედავდა სხვის გაკრიტიკებას, რამაც სოციალურ ქსელში ნინის წინააღმდეგ მთელი კამპანია ააგორა.

ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g