LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხოფერიას შვილი, რომელიც უცხოეთიდან დაბრუნდა, თვითიზოლაციაშია

2509
ეკა ხოფერია ფორტუნა

როგორც ეკა ხოფერია წერს, მისი უფროსი ქალიშვილი, ანანო ლევიძე, თბილისში დაბრუნდა უცხოეთიდან, სადაც ის სწავლობს და ოჯახმა მისი თვითიზოლაცია უზრუნველყო.

გთავაზობთ ცნობილი ჟურნალისტის სტატუსს:

“მიუნხენი-თბილისის რეისი შესრულდა. ყველა თბილისშია. მათ შორის, ჩემი შვილიც. პროცედურა იყო ასეთი: დაგვირეკეს გუშინ, მოვიდნენ, დეტალურად შეამოწმეს ბინა, ყველაფერი. აგვიხსნეს, მოგვცეს ინსტრუქცია, როგორ და რა უნდა გავაკეთოთ. აეროპორტიდან სპეცმანქანით მოიყვანეს, გამოგვართვეს გასაღები, მიაცილეს და ანანო გავიდა ორკვირიან თვითიზოლაციაში.

ახლა რა მინდა ვთქვა, მთავარი! უდიდესი მადლობა ამ მართლაც ფასდაუდებელი შრომისთვის თქვენ ყველას, ვინც 24 საათი დაუღალავად შრომობთ, ყველას! ჩვენს საელჩოებს, საკონსულოებს, აეროპორტის თანამშრომლებს, საგანგებო სამსახურს, მესაზღვრეებს, ექიმებს, მთელ მედპერსონალს და ზოგადად ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლებს. გავა დრო და ამას ასიათასჯერ დავწერთ და ვიტყვით.

ჩვენი მადლიერება კი იქნება უმაღლესი დონის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ორ სიტყვაში: დავრჩეთ სახლში.

გაასმაგებული ყურადღებითა და სამაგალითოდ სწორედ ახლად დაბრუნებული და ჩამოსული მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები უნდა მოვიქცეთ.

ყველა მშობელს გისურვებთ ძალიან მალე თქვენი შვილების დაბრუნებას და ზუსტად ვიცი, ეს უმოკლეს დროში მოხდება მშვიდობიანად და კარგად. არ იღელვოთ, რთულია, მაგრამ ეცადეთ❤️

და აი, ახლა ცოტა ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მეტს ვეღარ დავწერ. მოკლედ, მაგრად დავდგეთ, მეგობრებო, და დავძლევთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g