LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა წივწივაძე: „29 წლის წინ დავკარგე და ვკარგავ ყოველდღე, რუსებით გადაძეძგილ ავტობუსებში, მეტროს საცობებში, გამოტენილ რესტორნებში

61
ეკა წივწივაძე ფოტო

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ჟურნალისტი ეკა წივწივაძე, რომელიც აფხაზეთიდან გახლავთ, ამ თარიღთან დაკავშირებით ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს, რომელსაც მშობლიურ მხარეს უძღვნის:

29 წლის წინ დავკარგე და მას შემდეგ ყოველ დღე ვკარგავ:

სახლს, რომელიც მახსოვს;

ქუჩას, რომელიც მენატრება;

ქალაქს, რომელიც დაცხრილეს;

და ზღვას, რომელიც ჩემია.

ვკარგავ ყოველდღე, როდესაც მანქანაში რუსულ სიმღერებს თვითონაც ვუსმენ;

ვკარგავ ყოველდღე, როდესაც სოხუმელების  გულთბილი რუსული მისალმება მესმის და იქვე შენიშვნას არ ვიძლევი;

ვკარგავ, როდესაც ლარსთან ჩამომდგარ რუსების კოლონას ვხედავ და  ვკარგავ, რადგან  ჭუბერით გადმოსული დევნილების ფოტოებით  არ ვეგებები;

ვკარგავ, როდესაც თბილისში გაბნეულ რუსებს დედაქალაქის ქუჩებს ვასწავლი და ვკარგავ, როდესაც მათ გაღიმებულ სახეებს  მთელ სიმართლეს მხოლოდ გულში ვეუბნები;

ვკარგავ, რუსებით გადაძეძგილ ავტობუსებში, მეტროს საცობებში, გამოტენილ რესტორნებში…

ვკარგავ ისე, როგორც მამაჩემის ფარაჯას ეკარგება ფერები  და დედაჩემის ალბომში ძველ  ფოტოებს ხარისხი…

მაპატიე, რომ გკარგავ 29 წელია, მაგრამ იცოდე, რომ მახსოვხარ და ყოველ დღე მინდა დამიბრუნდე: დაკარგულიც, გათანგულიც, ნაომარიც,  ნატყვიარიც,  გაპარტახებულიც, უიმედოც, სევდიანიც…

რადგან შენ ხარ სახლი, შენ ხარ ქუჩა,  შენ ხარ ქალაქი, შენ ხარ ზღვა, ზღვა  რომელიც ჩემია…“

ბუკა პეტრიაშვილი: „მაშინ ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი მოსაგები გვაქვს! რუსებთან, თორემ მშვიდობიანი თანაცხოვრება უნდა შევძლოთ აფხაზებთან და ოსებთან! სამწუხაროდ, აღარც მათთან საუბრობს ვინმე და აღარც დევნილებთან“

ირაკლი გედენიძის ორი ისტორიული ფოტო: „მაშინ აფხაზეთიდან ამ სახით ქალები და ბავშვები მოდიოდნენ, დღევანდელ დღეს კი ბოლო ფოტო ასახავს“

„ომამდე იყო მშვენიერი სოხუმი.. ჩემი მშობლები სასტიკად აწამეს, დააუთოვეს.. მამა ტყვედ აიყვანეს, ძალიან უწამებიათ, შემდეგ შევიტყვეთ, რომ ჩვენს სახლში დაიწვა“ – აფხაზეთიდან დევნილები სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები