LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინბურგის აეროპორტში „სელფი-მანქანა“ გამოჩნდა.

40

ეკატერინბურგის აეროპორტში „სელფი-მანქანა“ გამოჩნდა. ყვითელი „ზაპოროჟეცი“, რომელსაც ხალხმა „კუზიანი“ უწოდა, აეროპორტის ტერმინალში განათავსეს. ავტომობილის მთავარი დანიშნულება სელფის გადაღებაა, ანუ იმ მგზავრებს, ვისაც აეროპორტის დატოვება ფოტოს გარეშე არ სურს, შეუძლია შინ წასვლამდე მას მიაკითხოს და დასამახსოვრებელი ფოტოც გადაიღოს. შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ზაპოროჟეცი“ საბჭოთა კავშირში 60-იან წლებში გამოდიოდა და ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ მოდელადაც მიიჩნეოდა. ზუსტი ინფორმაციით, მაშინ სულ 300 ათასი მანქანა გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები