LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებას სასწავლო წლის დასრულება შატილის სკოლიდან მიულოცა

59
ganaTleba

შატილის სკოლაში, სადაც ამჟამად მხოლოდ 4 ბავშვი სწავლობს, 2020-2021 სასწავლო წლის დასრულების დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ დავით ნოზაძესთან ერთად ეწვია.

მათ მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებსა და საზოგადოებას  სასწავლო პროცესის დასრულება მიულოცა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში გამოჩენილი მაქსიმალური სიფრთხილისა და პროტოკოლის სრული დაცვისთვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი სასწავლო წელი კვლავ სკოლებში განახლდება.

„ეკატერინე დგებუაძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე სასწავლო წელი განსაკუთრებული იყო, რადგან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი წერტილოვანი შეზღუდვების ფონზე წარიმართა. თუმცა რთული პანდემიური ვითარების მიუხედავად, სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დასრულდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

შატილის სკოლაში, სადაც ამჟამად 4 ბავშვი სწავლობს, უახლოეს პერიოდში სკოლის სასადილოს მშენებლობა იგეგმება, რომელიც ცოტა ხნის წინ ხანძრის შედეგად დაიწვა“, – აღნიშნავენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები