LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ტიკარაძე საპატრიარქოს განცხადებაზე: კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიცია ძალიან გონივრულია, რამდენიმე თვეში შეიძლება მოწოდებებზეც გადავიდეთ

129
ტიკარაძ

“კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებული ეკლესიის პოზიცია ძალიან გონივრულია,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე: “საველე ჰოსპიტლების ამოქმედება არ იგეგმება – ამ ეტაპზე, საწოლფონდთან მიმართებით არანაირი დეფიციტი არ არის”

„მე ვთვლი, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა ვაქცინაციის მოწოდებები უნდა გააკეთონ. ეს კონკრეტული ორგანოებია დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, ვინაიდან, ნებისმიერ განცხადებასა და პროფესიულ საკითხებთან მიმართებაში შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი და ავხსნათ ეს მოვლენები.

რაც შეეხება, საპატრიარქოს განცხადებას, ვთვლი, რომ არის ძალიან გონივრული. ის, რომ ისინი ამას არ ზღუდავენ, უკვე არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჩვენთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში შეიძლება მოწოდებებზეც გადავიდეთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს აცრის ჩატარება ან შეუზღუდოს აცრის გამო ზიარება: საპატრიარქო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები