ეკლესია და მედია – ორი ინსტიტუტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დღეს ვერ აკონტროლებს, სამაგიეროდ, ცდილობს შეაშინოს ისინი და მათი დისკრედიტაცია მოახდინოს, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი სიტყვებით, „ჟურნალისტების ცემა სხვა არაფერი იყო, თუ არა ჟურნალისტების მიზანმიმართული დაშინება და დაზიანება, რადგან „ქართულ ოცნებას“ დღეს მხოლოდ თავისუფალი მედია ამხელს”.
“ეს ყველაფერი კი იმ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგია, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით და ოპოზიციის პარლამენტში შესვლით დასრულდა.
20 ივნისს ჟურნალისტების ცემა-ბეგვა, დასისხლიანება, 8 ნოემბერს წყლის ჭავლის მიშვება ამნისტიით რომ აპატიეს – აი ამის შედეგია! რითაც დამატებით ოპოზიციის დისკრედიტაცია მოახდინეს.
მოკლედ, სანამ ამ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდება და არჩევნები გამარჯვებულს ვერ გამოავლენს, პოლიტიკა სულ გარეთ იქნება. თუმცა, ოპოზიციას პროტესტი რომ შეენარჩუნებინა ბევრ რამეს ავცდებოდით და „ოცნებაც“ ვეღარ გაბედავდა ამდენს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.