LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკლესიაში საპროტესტო აქცია ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლაა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა: წაჩხურუს მონასტერში მომხდარ დაპირისპირებაზე

71
მეუფე სტეფანე

დღეს წაჩხურუს მონასტერში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ „ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის წინააღმდეგ ბრძოლა და ამის ნაცვლად ლოცვა და მარხვა უნდა იყოს“.

მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ თუ ვინმეს რაიმე პროტესტის გამოხატვა სურს „ლოცვითა და სიყვარულით გამოხატონ“.

მეუფემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მრევლს სიმშვიდისკენ და ურჩია, დაემორჩილოს საეკლესიო კანონებს.

კაცი, რომელიც არის ცრუ, წირვას ატარებს…მეუფე სტეფანეს არც ერთი ადგილობრივი არ იღებს: განკვეთილი მამა ათინოგენე

„მე ამ ხალხსაც ყოველ ნაბიჯზე, მთელი გულით ვლოცავ. მინდა, რომ შინაგანი სიმშვიდე ჰპოვონ, უფლის გზა დაინახონ და უფალთან მივიდნენ, რადგან ახლა რასაც ისინი აკეთებენ, არის, უბრალოდ, საპროტესტო აქცია. კი, შეიძლება, ვიღაცას საპროტესტო აქცია მოსწონს თავისი შინაარსით, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლაა. აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა. თუ მათ რამის გამოხატვა უნდათ, ლოცვითა და სიყვარულით გამოხატონ. მე არავის არ ვებრძვი, მათთვის, მათი ოჯახებისთვის სიკეთე და ყველაფერი კარგი მინდა. მინდა, რომ ისინი ღვთის წინაშე, სიმართლით დადგნენ და ლოცვა-კურთხევა მიეცეთ, რომ ნორმალურად იმსახურონ, იყვნენ ეკლესიაში და იყვნენ ღვთის წინაშე მადლითა და წყალობით. მათთვის ცუდი არ მინდა. ღმერთმა და მთავარანგელოზმა მისცენ მათ მადლი, რომ ეს გააკეთონ“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g