LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკლესიის დასასრულის დასაწყისია ეს ყველაფერი: პირველი პრეზიდენტის შვილის შეფასება სინოდის გადაწყვეტილებაზე

1398
BeFunky-collage (1)

საპატრიარქოში არსებულ და მიმდინარე პროცესებს საქართველოს არჩეული, განდევნილი, ბრალდებული, ეჭვმიტანილი, ყოფილები და გადარჩეული პრეზიდენტები აფასებენ. ერთი სიტყვით, საზოგადოებამ ყველას აზრი მოისმინა, გარდა მოქმედი პრეზიდენტისა.

საპარტიარქოს გარშემო განვითარებული მოვლენები პირველი პრეზიდენტის შვილმაც, ცოტნე გამსახურდიამ შეაფასა, რომელიც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუსით გამოეხმაურა სინოდის გადაწყვეტილებას და დანარჩენები თუ პირდაპირობით და უხეში გამონათქვამებით გამოირჩნენ, გამსახურდიამ შეფასებისას უფრო ლიტერატურული, მხატვრული და კულტურული ენა აირჩია.

„ცამდე მართალი იყო ზიგმუნდ ფროიდი: ბრბოს ჭეშმარიტების ძიება არ ადარდებს, მას უბრალოდ არსებობისთვის მეტნაკლებად კომფორტული ფორმატი სჭირდებაო.

დიახ, საპატრიარქოს და ეკლესიის დასასრულის დასაწყისია ეს ყველაფერი. ათწლეულების განმავლობაში ნაგროვები სიბინძურე, სიცრუე, უსამართლობა, მომხვეჭელობა, სამშობლოს და ხალხის ღალატი არ დაიმალა და ვერც დაიმალებოდა უსასრულოდ. სამწუხაროდ, ისედაც ამდენ ხანს გაგრძელდა. რაც არ უნდა იძახოს მრევლმა, დაე, ეკლესიამ თავის წიაღში გადაწყვიტოს მაფიოზურად ეს ყველაფერი, “მოაგვაროს” და ჩვენ ფიქრის, მსჯელობის უფლება არ გვაქვსო, ეს მაინც წყალწაღებულის და ხავსის ამბავი იქნება.“ – წერს ცოტნე გამსახურდია და აქვე აღნიშნავს, რომ მთავარია ახლა აღნიშნულ სიტუაციას ერი როგორ გაიაზრებს.

„გავაანალიზებთ მომხდარს, გავიაზრებთ აწმყოს, და გონებით, მეცნიერებით, თვითდისციპლინით, შრომითა და სწავლით გავაგრძელებთ გზას მომავლისკენ, ჭეშმარიტების და პროგრესის ძიებაში, თუ დავრჩებით ბრბოდ და ილია მეორეს კერპს ათასი ჯურის ნარიმანები და “წმინდანი, ღმერთი და მეფეები” ჩაანაცვლებენ…“ – ამბობს პირველი პრეზიდენტის შვილი.

მისივე თქმით  – „უნდა ავირჩიოთ. ავირჩიოთ უკვე მერამდენედ, წინსვლასა და განადგურებას, დეგრადაციას შორის.“

 

პილატეს სასამართლო, უპრეცედენტო გადაწყვეტილება, შენდობის ბოდიში და იმედის ცისარტყელა – სინოდის ამბავი კიდევ გაგრძელდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g