LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ხანია მიმდინარეობს გარკვეული მოძრაობები, რაც ერთი მიზანმიმართული გეგმის ნაწილია” – ანდრია ჯაღმაიძე

131
ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ხანია მიმდინარეობს გარკვეული მოძრაობები, რომელიც საზოგადოებაში ცალ-ცალკე განიხილება.

დეკანოზმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ერთი მიზანმიმართული გეგმის ნაწილია.

„ხშირად ჩვენ ამას არ ვუღრმავდებით და არ მივდევთ ყოველ კრიტიკას, გამოხმაურებას, ნეგატიურს, ტყუილსა თუ ცილისწამებას. ასე იყო პატრიარქის წერილთან დაკავშირებითაც. პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს მიმართა წერილით უკრაინაში, საეკლესიო ცხოვრებაში მიმდინარე ამ მდუღარე მდგომარეობასთან დაკავშირებით და მოწოდება და თხოვნა იყო მშვიდობისკენ. მას შესწევს ძალა და ასეთი ნაბიჯი არაერთხელ გადაუდგამს, რომ ვითარება მშვიდობისკენ გადახრილიყო. ამას მოჰყვა საშინელი კრიტიკა.

ამაზეც არ ვაპირებდით გამოხმაურებას, რადგან ცხადი იყო, ვინც წაიკითხა განცხადება, რომ ეს იყო სრულიად მოგონილი თემა. თუმცა, ბოლო დღეებში საკითხი მივიდა ფიზიკურ დაპირისპირებამდე“, – განაცხადა ჯაღმაიძემ „იმედის” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები