ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ინვესტორებს სამინისტროში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მოემსახურებიან.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უფრო ნაკლებად ბიუროკრატიულ და გამარტივებულ ურთიერთობაზე ბიზნესსა და სამინისტროებს შორის, რაზეც ასევე ვმუშაობთ. მათ რიცხვში ვგეგმავთ ინვესტორთან „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ამოქმედებაზე, როდესაც ჩვენი თანამშრომლები თავად მოუგვარებენ ინვესტორებს ყველა საკითხს სხვადასხვა სამინისტროებში,“ – ქობულიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.
ცნობისთის, შეხვედრას ასოციაციის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მინისტრთან ერთად, ბიზნესმენთა შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე პასუხობდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრო ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.
