LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება – 2023 წლის ოქტომბერი

126
1111

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების შესახებ ბრიფინგი გამართა.

წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2%-ი შეადგინა, 2023 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 6.9%-ით განისაზღვრა.

2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სფეროში.

2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი გაიზარდა 10%-ით, იმპორტის მოცულობა კი – 3.3%-ით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები