ბოლო ელ კლასიკო, რომელშიც „ბარსა“ და „რეალი“ ქვეყნის სუპერთასისთვის შეებნენ, გამოხმაურების გარეშე არ დარჩენილა. ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო კრიშტიანო რონალდო გახდა, რომელმაც მსაჯს ხელი კრა და ამისთვის 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა („რეალი“ აპელაციას შეიტანს). ეს ამბავი ინტერნეტში მემედ იქცა.
როგორც იცით, თამაში „ნოუ კამპზე“ „სამეფო კლუბმა“ 3:1 მოიგო. ამას თავისი კარიკატურა მოყვა, ხოლო მსაჯის და რონალდოს კიდევ თავისი. აგერ ნახეთ ორივე ნამუშევარი.