LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ელჩებმა თქვეს, ეს რომ მათ ქვეყანაში მომხდარიყო, მთავრობები დიდი ხნის წასულები იქნებოდნენ”

1693
აქცია დაშლა

მწვავე პროტესტი ქუჩაში და ხელისუფლების ქმედებებით გაოგნებული ელჩები – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ დიპკორპუსისთვის პროცესები გაუგებარია.

„რამდენიმემ ისიც თქვა, ეს მათ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, მთავრობები დიდი ხნის წასულები იქნებოდნენ. იმიტომ, რომ უმრავლესობამ ამხელა პოლიტიკური დაპირება თუ ვეღარ შეასრულა, ე.ი უმრავლესობა დაიშალა და თუ უმრავლესობა დაიშალა, მაშინ მთავრობა უნდა წავიდეს. მათთვის ეს სრულიად გაუგებარია“,- აცხადებს უსუფაშვილი.

მისივე თქმით, დიპკორუპუსის წარმომადგენლები მოუწოდებენ ყველას, მათ შორის ოპოზიციას, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებს არ გასცდნენ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ საზოგადოება პროტესტს გააგრძელებს

„მწვავე პროტესტი ისევ გაგრძელდება. რომ ამ სამარცხვინო ლიდერის სამარცხვინო გუნდმა იგრძნოს, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება მათთვის არ იარსებებს“, – ამბობს ბოკერია.

მისი თქმით, დიპლომატიურმა კორპუსმა თავისი აზრი განცხადებაში უკვე გამოხატა, სადაც ძალიან მკაფიო გზავნილია დიპლომატიურ ენაზე.

„ეს კრიზისი ივანიშვილმა შექმნა, როცა საზოგადოება გადააგდო. ეს ტერმინი გამოყენებული არ აქვს, ეს შინაარსია. ამიტომ,

ბურთი მის მოედანზეა. თუ უნდათ, რაღაც შანსი ჯერ კიდევ აქვთ. თუმცა მზადყოფნას ვერ ვხედავ. ამიტომ საზოგადოება ამ პროტესტს გააგრძელებს“,- განაცხადა ბოკერიამ.

“მონებო” – რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი შეძახილებით გაიყვანეს

რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, გია ვოლსკის თქმით, საზოგადოებაში დეზინფორმაცია ვრცელდება. მისი განმარტებით, მედია არ საუბრობს იმაზე, რომ არსებობს დღის წესრიგი, რომელმაც უნდა შეცვალოს ის მდგომარეობა, რაც აქვს მასწავლებლებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს,

„ძალიან დიდი ოდენობით არასწორი ინფორმაცია მიეწოდება ხალხს იმ იმედით, რომ უმეცრება გადააჭარბებს ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც საზოგადოებას გააჩნია. შეცდნენ, ეს ასე არ იქნება“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უმრავლესობა სერიოზული გამოცდის წინაშე იდგა, რადგანაც აზრი რეალურად გაიყო.

magti 5g