LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“ – ამერიკის საელჩო

356
რობინ დანიგანი, მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩო საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

„დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ელჩი დანიგანის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილთან დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on პარასკევი, 14 მარტი, 2025

საკითხზე ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც:

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობები საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე და, ამ კონტექსტში, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

🇬🇪🇺🇸საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,…

Posted by საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia on პარასკევი, 14 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g