„ჩემი ოჯახის ,ჩემი ბავშვობის კიდევ ერთი ოქროს ფურცელი, ჯანუკის მეგობარი ელდარ შენგელაია წავიდა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი წერს და განუმეორებელი ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალებას ეხმაურება.
კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა
„იქ აუცილებლად იქნება კინო, აქ კი მისი დატოვებული არაჩვეულებრივი გამოფენა ….“ – როგორ ეხმაურებიან ცნობილი სახეები უდიდესი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალებას
უდიდესი ქართველი კინორეჟისორის გარდაცვალებას, არაერთი ცნობილი ადამიანი ეხმაურება.
„ვახ, ჩემი ოჯახის ,ჩემი ბავშვობის კიდევ ერთი ოქროს ფურცელი, ჯანუკის მეგობარი ელდარ შენგელაია წავიდა. ელდარინო ( ასე ეძახდა) ჯანსუღი მოფერებით-“ იტალიელებს ხომ ჰყავთ პაზოლინი, ფელინი ,ჰოდა შენ ხარ ელდარინოო” ეხუმრებოდა ჯანუკი
მართლაც ამ ეპოქის გენიალური რეჟისორი ელდარ შენგელაია წავიდა- გარდაიცვალა .
მიყვარხარ და ჯანუკივით მომენატრები.
ჯანსუღი როგორც იტყოდა:
„მშვიდობით არა ,ნახვამდის
გიმზერ მზის სხივით მოფენილს,
რა შორი გზაა სახლამდის,
წამია წუთისოფელი”, – წერს თაკო ჩარკვიანი.
ვახ 😭ჩემი ოჯახის ,ჩემი ბავშვობის კიდევ ერთი ოქროს ფურცელი, ჯანუკის მეგობარი ელდარ შენგელაია წავიდა . ელდარინო ( ასე…
Posted by Tako Charkviani on ორშაბათი, 04 აგვისტო, 2025