„კახა კალაძე განასახიერებს ამ რუსული რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე ცინიკურ, ამორალურ სახეს და ამ ქვეყანაში ანიტიდასავლურობის სიმბოლოა“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, დარწმუნებულია, რომ საჯარო მოხელეთა უმრავლესობა წინააღმდეგია იმის, რაც ქვეყანაში ხდება.
„საქართველოში არ არსებობს საჯარო უწყება, დაწესებულება, რომელიც არ არის პოლიტიზირებული. ყველა ინსტიტუტი არის მიტაცებული. შესაბამისად, ყველგან უნდა გაიმართოს აქციები. ჩვენ გვქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე დღის წინ აქცია, დღეს აქ [მერიასთან] მოვედით.
კახა კალაძე განასახიერებს რუსული რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე ცინიკურ, ამორალურ სახეს და ამ ქვეყანაში ანიტიდასავლურობის სიმბოლოა, რაც გასაპროტესტებელია.
„ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე არც ამერიკაში მოგზაურობის სურვილი მაქვს“ – კახა კალაძე
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს“. „რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებული ადმინისტრაცია, რომელსაც სულ რაღაც ერთი თვე დარჩა, ურთიერთობების დაზიანებას ცდილობს. ყველაზე მძიმე არის ის, რომ მათი განცხადებები გაჯერებულია სიცრუით, თვალებში ნაცრის შეყრის […]
მინდა მივმართო ყველა საჯარო მოხელეს, რომ მე აბსოლუტურად, დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა წინააღმდეგია, რაც ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ შორის გამყოფი ხაზები არ უნდა იყოს“. – განაცხადა ხოშტარიამ.
ინფორმაციისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და მათი მხარდამჭერებმა თბილისის მერიასთან აქცია/პერფომანსი გამართეს.