„შეიძლება ტექნიკურად ხელბორკილები დაადონ, მაგრამ სინამდვილეში სწორედ, ირაკლი ოქრუაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ აიძულეს სისტემა და სისტემამ ისინი ვერ გატეხა. იმიტომ, რომ არაფრის ფასად ისინი არ თანამშრომლობენ, ამ სისტემას არ აღიარებენ. ეს არის ბრძოლა“,– ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
კადრები ნიკა გვარამიას დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან
ბრალდებულმა პოლიტიკოსმა მისთვის დაკისრებული გირაო კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „აღნიშნული ბრძოლა დისკომფორტზე გადის“:
„შეიძლება ტექნიკურად ხელბორკილები დაადონ, მაგრამ სინამდვილეში სწორედ, ირაკლი ოქრუაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ აიძულეს სისტემა და სისტემამ ისინი ვერ გატეხა. იმიტომ, რომ არაფრის ფასად ისინი არ თანამშრომლობენ, ამ სისტემას არ აღიარებენ. ეს არის ბრძოლა. ეს ადამიანები დღეს ბრძოლაში არიან. შეიძლება ტექნიკურად დაპატიმრებული იყვნენ, მაგრამ ბრძოლაში გამარჯვებულია: გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ოქროაშვილიც. ამიტომ დიახ, ეს ბრძოლა დისკომფორტზე გადის. დისკომფორტზე – უამრავი ადამიანი სცემეს, უამრავი ახალგაზრდა დაპატიმრებულია. გუშინ მათეს ამბავმაც ბევრს გული მოუკლა, მაგრამ სხვანაირად, დისკომფორტის გარეშე ასეთ რეჟიმებს ვერ მოერევიან და აუცილებლად, მოვერევით, მათ შორის ნიკას ხათრით”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია დააკავეს. გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა.