LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროქარებისა და ჰიბრიდების გაყიდვების 60% ჩინეთზე მოდის

119
electrocar

მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული ელექტროქარებისა და ჰიბრიდების ნახევარზე მეტი ჩინეთზე მოდის. 2023 წლის პირველი სამი თვის ჯამში მთელს მსოფლიოში 2,55 მილიონი ეკოლოგიურად სუფთა მანქანა გაიყიდა, მათი 70% – ელექტროქარი, 30% კი – ჰიბრიდი იყო. წლიური შეჯამებით მაჩვენებელი 29%-ითაა გაზრდილი, მთლიანი გაყიდვების 59% ჩინეთზე მოდის.

2023 წლის 1-ლი იანვრიდან ჩინეთში ელექტრომობილის შეძენისთვის დაწესებული სუბსიდირების პროგრამა გაუქმდა, თუმცა გაყიდვებზე ეს არ ასახულა. პირიქით, იანვრიდან მარტის ჩათვლით, გაყიდვები 25%-ითაა გაზრდილი.

ამასთან, ჩინელები ელექტროქარებსა და ჰიბრიდებს არამხოლოდ ადგილობრივი წარმოების, არამედ იმპორტულსაც ყიდულობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები