LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროქარებმა დიზელის მანქანებს გაყიდვებში პირველად აჯობეს

121
ელექტროქარი

ევროპაში ელექტროქარები დიზელის მანქანებზე უფრო პოპულარული გახდა. ევროპელ ავტომწარმოებელთა ასოციაციის(ACEA) მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, ზაფხულის პირველ თვეში გაყიდული „მწვანე“ მანქანების წილმა 15,1% შეადგინა, ხოლო დიზელის ძრავიანმა მანქანებმა მთელი ბაზრის 13,4% დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის წარმოების მთელ ისტორიაში, ელ-ქარებმა დიზელის აგრეგატს პოპულარობით პირველად გადაუსწრეს. ამასთან, რეალიზაციის მაჩვენებლით პირველ ადგილს ისევ ბენზინის ავტომობილები იკავებენ.

ამ უკანასკნელთა წილმა მთელ გაყიდვებში 36,3% შეადგინა, ხოლო 24,3% ჰიბრიდებს დარჩათ. მთლიანობაში, ზაფხულის პირველ თვეში ევროპელებმა 1,26 მილიონი ახალი ავტომობილი შეიძინეს, რაც 2022 წლის ივნისთან შედარებით 18,7%-ით უფრო მეტია.

წლის პირველ ნახევარში მთლიანობაში 5,4 მილიონი ერთეული მანქანა (+17,9%) გაიყიდა. ერთ თვეში ელექტროქარების გაყიდვის მაჩვენებელი 158,2 ათასი იყო, ხოლო ნახევარ წელში 703,5 ათასი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები