LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროქარებზე გადასვლა პლანეტას აზიანებს, ამტკიცებს Toyota

113
ელექტროქარი

Toyota ელექტროქარებზე გადასვლის ტრენდს თითქოს არ აღიარებს, მიუხედავად ჰიბრიდების პოპულარიზაციისა. ამის გამო კომპანია, თუ მისი მეთაური არაერთხელ გაუკრიტიკებიათ, აკიო ტოიოტას პლანეტის წინაშე მეტ პასუხისმგებლობას სთხოვდნენ. ამის პასუხად იაპონური ავტოგიგანტი ამტკიცებს, რომ ელექტროქარებზე გადასვლა ძალიან საშიშია – როგორც გლობალური ავტო ბიზნესისთვის, ასევე თავად პლანეტისთვისაც.

ბრენდის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ უკეთესია სხვადასხვა ძრავებზე მუშაობა, იქნება ეს როგორც ელექტრონული, ჰიბრიდული თუ წყალბადის. მთავარი პრობლემები, რომელსაც ავტომწარმოებლები ელექტროქარებზე გადასვლის შემთხვევაში გადააწყდებიან, იქნება დასამუხტი სადგურების დეფიციტი და ელემენტის დასამზადებლად საჭირო მასალის სიმცირე.

ავტო სამყაროს ახლა გადამწყვეტი ეტაპი დაუდგება, როცა ზუსტად გაირკვევა რომ ენერგიის წყაროების მრავალფეროვნება – მოვლენათა განვითარების საუკეთესო ვერსიაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები