ელიოტ პეიჯმა თავის მემუარებში Pageboy სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა. „ოსკარის“ ნომინანტი მსახიობი აცხადებს, რომ მას 2014 წელს, „ქამინგ აუთის“ შემდეგ, რომანი ჰქონდა მსახიობ კეიტ მარასთან . იმ პერიოდში მარა მაქს მინგელას ხვდებოდა.
„პირველი ადამიანი, რომელიც გულის გატეხის შემდეგ შემიყვარდა, იყო კეიტ მარა, იმ პერიოდში მას მეგობარი ბიჭი, უნიჭიერესი მსახიობი მაქს მინგელა ჰყავდა. ეს ჩემი ქამინგ აუთის შემდეგ მოხდა“ , – აცხადებს მსახიობი.
შეგახსენებთ, 2021 წლის ელენმა სქესის შეცვლის ურთულესი ოპერაციები გაიკეთა, მან სახელიც შეიცვალა და ელიოტი დაირქვა. მსახიობი ამ თემაზე ღიად საუბრობს და არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ნანობს, რადგან ბავშვობიდან თავს ბიჭად მიიჩნევდა.