ელისაბედ II–ის Rolls-Royce აუქციონზე გაიყიდება. უნიკალური შავი THE PHANTOM IV STATE LANDAULETTE გასაყიდად თავად ბრიტანეთის დედოფალმა გაიტანა და 1950 წელს გამოშვებული ავტომობილის ფასი 2 მილიონი ევრო იქნება. მთლიანობაში Rolls-Royce-მა 18 ასეთი ავტომობილი ააწყო, თუმცა დედოფლისა და მისი მეუღლისთვის შექმნილი ეგზემპლარი ყველასგან გამორჩეული იყო. მას მაღალი სავარძლები და ფართო ფანჯრები აქვს, რაც საზოგადოებას მონარქის უკეთ დანახვის საშუალებას აძლევდა. გარდა ამისა, უიშვიათეს მოდელს, რომელიც ბრიტანეთის სამეფო კარს მთელი 40 წლის განმავლობაში ემსახურა – თავისი სასმელების ბარიც აქვს. როგორც აუქციონის სახლის წარმომადგენლები აფასებენ, მსგავსი ავტომობილები ღია ბაზარზე ძალიან იშვიათად ხვდება, ამიტომ ის ნამდვილ მარგალიტად ითვლება და მის მოპოვებას ალბათ ძალიან ბევრი კოლექციონერი ცდის.
აღსანიშნავია, რომ აუქციონზე სხვა Rolls-Royce-ც გაიყიდება, ეს არის 1985 წელს გამოშვებული Centenary Silver Spur Saloon, რომელსც 80-დან 100 ათას ევრომდე აფასებენ.