LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთ რამეს ვუსურვებ: დაიშალოს რაც შეიძლება ბევრ ნაწილად – მერე ვისაც იდეები, ფიქრები და პრინციპები გვაქვს, იმ ხალხმა ვილაპარაკოთ

164
ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილთან არაფერი ესაქმება და მით უმეტეს, „ნაციონალურ მოძრაობასთან,“ რომელსაც მისი თქმით, ჯარის ქურდი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი აფინანსებს. 

როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ნაციონალურ მოძრაობას უსურვებს, რაც შეიძლება ბევრ ნაწილად დაიშალოს და დღის წესრიგის შემქმნელი აღარ იყოს. როგორც მანვე აღნიშნა, ამის შემდეგ ოპოზიციის პრინციპული იდეების გასაჟღერებლად სივრცე შეიქმნება:

ელისაშვილი: ყოველდღე რომ კვდები და კვდები, რა უბედურებაა, ვერ ხვდება, რომ ყველას ყელში ამოუვიდა ამაზე ლაპარაკი? - ჭამოს ის საჭმელი და შეეგუოს, რომ პატიმარია

„რას მოდიოდა ეს დალოცვილი, დატეულიყო იქ, სადაც იყო. გარისკა? ხოდა, იყოს. ზის გვარამია კაცურად, ხმას არ იღებს“

„ოპოზიციის დიდ ნაწილთან მე არაფერი მესაქმება, განსაკუთრებით, რაც ოპოზიციის ნაწილის სპონსორი ქურდი გახდა, ჯარის ქურდი. ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი ადამიანი ჩემთვის, იმიტომ რომ შეიარაღებული ძალები და საქართველოს თავდაცვის ძალები არის ის, რაზედაც ლამის ბავშვობიდან ვლოცულობ.

მე თვითონ ოფიცრობა, სამხედროობა მინდოდა, ეს არის ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე დიდი სიწმინდე და  საფიცარი – ყველა, ვისაც ფორმა აცვია, ვეტერანი იქნება, მოქმედი მებრძოლი ეს თუ კადეტი, იუნკერი, ყველა ჩემთვის ძვირფასია.

კეზერაშვილთან რა მესაქმება, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთ რამეს ვუსურვებ: დაიშალოს რაც შეიძლება ბევრ ნაწილად, რომ აღარ იყოს დღის წესრიგის შემქმნელი. ეს სივრცე რომ გამოთავისუფლდება ოპოზიციაში, მერე ვისაც იდეები, ფიქრები და პრინციპები გვაქვს, იმ ხალხმა ვილაპარაკოთ.“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილი: უკრაინა იარაღს რომ ითხოვს, გასაგებია, რადგან ქვეყანა გასაჭირშია, თუმცა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის აღდგენა უკრაინის საქმე არ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები