„სააკაშვილზე ამდენი ლაპარაკი უკვე ძალიან მომაბეზრებელია, თითქოს, ქვეყანაში სხვა პრობლემა არ გვქონდეს – გეგონება, ყველაფერი აწყობილია, ყველაფერი მოგვარებულია და ერთი სააკაშვილის ამბავია გასარკვევი“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ დიდი დოზით სააკაშვილის თემაზე საუბარი მისთვის მოსაბეზრებელია.
მესამე პრეზიდენტზე საუბრისას, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს „მოუწევს საპატიმროში დაბრუნება და მოუწევს იმასთან შეგუება, რომ რაც აქვს მისჯილი, იმ ხნის განმავლობაში მოუწევს ციხეში ყოფნა“.
„თან ეს გამუდმებით – წამლავენ, წამლავენ, პოლონიუმი… ეს პოლონიუმი მოცვის, ან პიტნის ჩაი ხომ არ არის, დილით დაგალევინონ, გაწყინოს და მერე საღამოს აღარ გაწყინოს? ცოტა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ყველა საკითხს – ადვოკატებიც, რომლებიც საოცრებებს ლაპარაკობენ, ეს „ემპათიაა“ თუ რაცაა და ექიმებიც. სიმართლე გითხრათ, უკვე ძალიან მომაბეზრებელია ამაზე ლაპარაკი. სახელმწიფო პასუხისმგებელია, რომ სააკაშვილს არაფერი დაემართოს, არც ერთ პატიმარს არაფერი უნდა დაემართოს, მათ შორის, არც სააკაშვილს. სააკაშვილი ცოტა უფრო მეტი ღირსებით უნდა მოიქცეს, რომ ჩამოდიოდა, ხომ იცოდა, რომ რევოლუციას მოახდენდა თუ გამოუვიდოდა, ან დაიჭერდნენ.
„დღეს 68 კილოგრამია.. ადამიანი ისჯება იმის გამო, რომ წარმატებული სახელმწიფო შექმნა“ - სააკაშვილის დედა
ე.ი. კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი დაიწყო, - ამბობს გიული ალასანია.
თუ დაიჭერდნენ, ციხეში მოუწევდა ყოფნა, ცოტა მეტი ღირსებით და ცოტა მეტი კაცობით ხომ უნდა იყო, ორჯერ პრეზიდენტი და ორჯერ მთავარსარდალი იყავი. ყოველდღე რომ კვდები და კვდები, რა უბედურებაა, თან თვითონ ვერ ხვდება, რომ ყველას ყელში ამოუვიდა ამაზე ლაპარაკი? – ჭამოს ის საჭმელი და შეეგუოს, რომ პატიმარია, ხომ ჩამოვიდა იმ არაჟნით.
სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, მე არ გამიგია პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა. მოუწევს საპატიმროში დაბრუნება და მოუწევს იმასთან შეგუება, რომ რაც აქვს მისჯილი, იმ ხნის განმავლობაში მოუწევს ციხეში ყოფნა. რას მოდიოდა ეს დალოცვილი, დატეულიყო იქ, სადაც იყო. გარისკა? ხოდა, იყოს. ზის გვარამია კაცურად, ხმას არ იღებს. აბსოლუტურად ტყუილუბრალოდ ზის ნიკა გვარამია, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელმაც დააშავა, როცა ხელისუფლებაში იყო“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები მისი ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და სასჯელის გადავადებას ითხოვენ.
24 იანვარს მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, ექსპრეზიდენტს კორონავირუსი მსუბუქი ფორმით აქვს და მდგომარეობა სტაბილურია.
ამავე თემაზე:
როგორია კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა
