LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გონების დაკარგვას როგორ ვერ დააფიქსირებდნენ ექთნები, თუ ბადრაგები ასულიერებდნენ?! ე.ი. ჩემი შვილი მატყუებს, რომ გონება დაკარგა?“ – ალასანია ჩხაიძის განცხადებაზე

209
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

„ძალიან სასიამოვნოა თუ ასეა, კარგია“, – ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივა მედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ექთანი 24- საათის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის პალატაშია და ექთნის მიერ გონების კარგვის ეპიზოდი არ ფიქსირდება.

მიხეილ სააკაშვილის დედას უკვირს, თუ „როგორ ვერ დააფიქსირებდნენ ექთნები მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვას, თუ ბადრაგები ასულიერებდნენ?!”

„ძალიან სასიამოვნოა თუ ასეა, კარგია. თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ გონება დაკარგა. რას ნიშნავს ექიმებს არ სჯერათ? ბადრაგებმა ამიყვანესო და იმ ბადრაგებს ჰკითხონ. ექთანი არის, რომელიც დერეფნის იქეთ ზის, პალატაში არავინ არ იმყოფება.

ბადრაგები კარებთან არიან, მერე დერეფანი უნდა გაიარონ და დერეფნის იქით ზის ექთანი, თუმცა ეს რომ დაუძახებს ხმამაღლა იმ ექთანს ესმის. [გონების დაკარგვას] როგორ ვერ დააფიქსირებდნენ ექთნები, თუ ბადრაგები ასულიერებდნენ?!

ე.ი. ჩემი შვილი მატყუებს, რომ გონება დაკარგა?! აბა, მე იქ არ ვყოფილვარ და ვამბობ იმას, რასაც ჩემი შვილი მეუბნება”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დღეს ჟურნალისტების კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს პერსონალური ექთანი ჰყავს მიმაგრებული, რომელიც 24 საათის განმავლობაში პალატაშია და „არცერთ შემთხვევაში, ექიმს ან ექთანს მიერ გონების კარგვა არ დაუფიქსირებია“.

„მე გეუბნებით იმ რეალობას, რაც არის. ვის რა რეალობა აწყობს, ეგ ცალკე საკითხია. ისტორიაში ეს გონების კარგვა იწერება, როგორც ინფორმაცია „პაციენტის გადმოცემით“, მაგრამ დაფიქსირებული არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

„მის ისედაც საკმარის დიაგნოზებს კიდევ ერთი უბედურება დაემატა“ – გიული ალასანიამ ხელწერილის საფუძველზე, კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

როგორია კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა: „კოვიდის მსუბუქი გამოვლინებაა.. დგინდება კონტაქტები“

 

 

მთავარ სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო: რადიო თავისუფლება
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g