„ძალიან ვიწრო წრეა იმ ადამიანების, რომლებიც ვახერხებთ [მიხხეილ სააკაშვილთან] შესვლას, უსაფრთხოების გამო, შვილებსაც არ უშვებდნენ, იმ პატარა გოგოსაც. ბოლოს თხოვნით მივმართე, რომ მე შევიყვან ამ პატარა ბავშვს, იმიტომ, რომ ის ძალიან განიცდის თურმე, არ სძინავს, წამოიძახებს ხოლმე ჩემი შვილის სახელს, ენატრება მამამისი, თუმცა ამ თხოვნაზეც მაინც უარი მოვიდა, უსაფრთხოების გამო და უცებ, ასეთი ამბავი მოხდა“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი შვილის კოვიდით დაინფიცირების ამბავი მხოლოდ მისთვის არ აჩენს კითხვებს, ვინაიდან გიული ალასანიას განმარტებით, თავად კლინიკის მედიკოსები არიან დაინტერესებული და მუშაობენ ინფიცირების წყაროს დადგენაზე.
ვიდეო: „მინდა, მიშასთან მინდა…აქ არის“ – ელის მარია სააკაშვილი
„ინფიცირების ამბავი მარტო ჩემთვის არ აჩენს კითხვებს, რადგან კლინიკის თანამშრომლები, რამდენადაც ვიცი დაინტერესდნენ და ამოწმებენ იმ ადამიანებს, რომელთაც რაიმე შეხება ჰქონდა ჩემს შვილთან..
სოფო ნიჟარაძე - პირველი შემთხვევაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან არ შეგვიშვეს
როგორც ნიჟარაძემ განმარტა, მიხეილ სააკაშვილი ბოლოს 2 კვირის წინ ნახა.
კოვიდსაც რომ თავი დავანებოთ, თითქმის ყოველ დღე გონების დაკარგვის ეპიზოდები ჰქონდა. დაეცემოდა ხოლმე, მერე ბადრაგები შემოდიოდნენ, მოასულიერებდნენ, წამოაყენებდნენ, ამას დრო სჭირდებოდა.
შემდეგ ჩაერეოდა ექიმი და ეს შემთხვევები გახშირდა, რაც ძალიან საშიშია.
ადრე თუ ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა, ახლა თითქმის ყოველ დღე ხდება.
გარდა ამისა, აქვს გულისრევა. მეუბნება არაფერი მიჭამია, მაგრამ მაინც აქვს გულისრევა. რაც შეეხება ტემპერატურას, დღის პირველ ნახევარში აქვს ხოლმე შედარებით დაბალი, დღის მეორე ნახევარში უკვე 38 გრადუსამდე მიდის“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.