LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილს და „გირჩს“ “ევროპულ საქართველოზე” ორკესტრირებულ შეტევაში თავიანთი წვლილი შეაქვთ: ლევან თარხნიშვილი

49
თარხნიშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით,  მათ პარტიაზე ორკესტრირებული შეტევაა და სამწუხაროა, რომ ამ შეტევაში თავიანთი წვლილი ალეკო ელისაშვილსა და „გირჩს“ შეაქვთ. თარხნიშვილის თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ ყველაფერი გააკეთა, რათა მოლაპარაკების პროცესი რაიმე შედეგამდე მისულიყო.

„ამ მოლაპარაკებების ყველა მონაწილე, გარდა ამ ადამიანებისა და „ქართული ოცნებისა“, დამეთანხმება, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს პროცესი რაიმე შედეგამდე მისულიყო. ყველა რაუნდსა და ოპოზიციის შიდა მოლაპარაკებებში მაქსიმალურად ვცდილობდით, კონსტრუქციულები ვყოფილიყავით და გამოგვეყენებინა იდეები, რომლებიც რაღაცამდე მიგვიყვანდა.

რაც შეეხება იაგო ხვიჩიასა და ალეკო ელისაშვილის განცხადებებს, ეს მათ უნდა ვკითხოთ, საიდან მოიტანეს, ეტყობა სხვა მოლაპარაკებებზე დადიოდნენ. რას იზამენ ისინი სამომავლოდ, მე ნაკლებად მაინტერესებს. ის ადამიანი, რომელიც ფეხს შედგამს ერთპარტიულ პარლამენტში, წყვეტს არსებობას როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ფაქტობრივად წევრიანდება “ქართულ ოცნებაში”. თუ მათ ამის გაკეთება უნდათ, კი ბატონო“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g