LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილს თბილისის მერის მოადგილე პასუხობს: 15 სექტემბრიდან 125 ავტობუსი იმოძრავებს

85

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მერიას 50-მდე ახალი, ლურჯი ავტობუსი გაჩერებული ჰყავს.   

ირაკლი ლექვინაძე ალეკო ელისაშვილს ურჩევს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავი შეიკავოს და მათი ყურადღება კონკრეტული საქმიანი შეთავაზებებით მიიპყროს.  

როგორც თბილისის მერის მოადგილე განმარტავს, დედაქალაქში ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობის საზაფხულო რეჟიმი მოქმედებს, რაც მგზავრთა შემცირებული რაოდენობიდან გამომდინარე,  ხაზებზე ნაკლები ავტობუსების გაყვანას ითხოვს. ირაკლი ლექვინაძის თქმით, 15 სექტემბრიდან სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გადაინაცვლებს და თბილისში, ყოველდღიურად, 13 სამარშრუტო ხაზზე,  125 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს.

„ამ დროისათვის, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობის საზაფხულო რეჟიმი მოქმედებს და ახალი ავტობუსების  ხაზებზე გაყვანა  არსებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ავტობუსები 12 სამარშრუტო ხაზზე მოძრაობენ. პეკინის ქუჩის დასრულების შემდეგ კი არსებულ 12 ხაზზს კიდევ ერთი, #150  ავტობუსი დაემატება. 15 სექტემბრიდან, 13 სამარშრუტო ხაზზე, ყოველდღიურად    დაახლოებით  125 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. დარჩენილი 18 ავტობუსი კი იქნება  სარეზერვო“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

 

 

magti 5g