LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისო ბოლქვაძე იუნესკოს ამბასადორიალზე მშვიდობის ელჩად მეორე ვადით აირჩიეს

89
1

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იუნესკოს ამბასადორიალზე მშვიდობის ელჩად მეორე ვადით აირჩიეს.

ელისო ბოლქვაძე იუნესკოს მშვიდობის ელჩების ამბასადორიალს პარიზში, იუნესკოს გენერალური დირექტორის, ოდრე აზულეს მიწვევით ესწრება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, იუნესკოს ამბასადორიალის ფარგლებში, ბოლქვაძემ მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში, სადაც განიხილეს საზოგადოებაში ხელოვნების და კულტურის როლის მნიშვნელობა, კულტურული დიალოგი – მშვიდობისა და ჰარმონიის მთავარი გზავნილი კაცობრიობას.

“ასამბლეაზე ასევე ისაუბრეს გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და ოკეანის დაცვა.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, იუნესკოს მშვიდობის ელჩი ელისო ბოლქვაძე, ამბასადორიალის ფარგლებში პარიზში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც საქართველოს, როგორც იუნესკოს ღირებულებების გამზიარებელი ქვეყნის, აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრებს.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2017 წლის 5 მარტს, ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიდ დარბაზში ელისო ბოლქვაძემ, როგორც იუნესკოს მშვიდობის არტისტმა სხვადასხვა ნაწარმოებები შეასრულა.

კონფერენციის საგანგებო სტუმარი იყო ჰოლივუდის ვარსკვლავი, გაეროს კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g