LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისო კილაძემ ბესელიას 1500 ლარი უნდა გადაუხადოს – ცილისწამებაზე სარჩელი დაკმაყოფილდა

144

თბილისის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას სარჩელი, “ქრონიკა +”-ის რედაქტორის ელისო კილაძის წინააღმდეგ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მხარეებს შორის დავის საგანი ცილისმწამებლური განცხადებები იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ელისო კილაძემ, ეკა ბესელიას 1500 ლარი უნდა გადაუხადოს.

“სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის დეკემბრის თვეში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის ინტერვიუების მიცემისას, ელისო კილაძემ ეკა ბესელიას მიმართ გაავრცელა ცილისმწამებლური განცხადებები, კერძოდ, პატიმრებისგან, მათ შორის – ე.წ. „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებული პირებისგან, პოლიტპატიმრების სიაში შესაყვანად, ასევე მათი შეწყალებისთვის, გარკვეული გასამრჯელოს მიღების შესახებ. სხვა სადავო გამონათქვამები, სიტყვები, რაც იმავე პერიოდში რამდენიმე ტელეეთერის მეშვეობით გაავრცელა ელისო კილაძემ, სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც მოპასუხის აზრი, შეხედულება და არა – როგორც ცილისმწამებლური განცხადება.

 სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე ელისო კილაძეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში – „კურიერი 3 საათზე“, ამ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება დაევალა. მასვე, ეკა ბესელიას სასარგებლოდ, მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1500 ლარის გადახდა დაეკისრა (ნაცვლად მოსარჩელის მიერ მითითებული – 20 500 ლარისა).

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში”, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს გავრცელებულ განცხადებაში.

საქმე ეხება ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით ელისო კილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის თანახმადაც მან ეკა ბესელია კორუფციაში და ქრთამის აღებაში დაადანაშაულა. აღნიშნული განცხადებების გამო დეპუტატმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა, რომლითაც ელისო კილაძისგან “ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფასა” და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 20 500 ლარს ითხოვდა.

ეკა ბესელიამ ანალოგიური სარჩელი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგაც შეიტანა, რომელზეც სასამართლომ გადაწყვეტილება ასევე პარლამენტის წევრის სასარგებლოდ გამოიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g