“ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს მასშტაბურ აქციებს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, 9 დეკემბერს, მხოლოდ17:00 -დან 00:00 საათამდე „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში 50%-მდე ფასდაკლების აქცია იმოქმედებს. ამავდროულად “ელიტ ელექტრონიქსში” მიმდინარეობს წინასაახალწლო კამპანიები.
„ელიტ ელექტრონიქსი“ ერთგულ მომხმარებელს უამრავ სიურპრიზს სთავაზობს. მაღაზიათა ქსელის ყოველ მეასე მომხმარებელს საშუალება აქვს მოიგოს 50 000 ლარი, 2016 წლის ავტომობილი „KIA RIO”, „ელიტ ელექტრონიქსის“ სასაჩუქრე ვაუჩერი და სხვა უამრავი პრიზი. ფასდაკლება იმოქმედებს „ელიტ ელექტრონიქსის“ ყველა მაღაზიაში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაშიც“, – განაცხადეს კომპანიაში.
მათივე ცნობით, „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკის საუკეთესო ბრენდების ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში. მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების შოურუმები, როგორებიც გახლავთ: Apple, Samsung, LG, Sony, Bosch, Siemens, Gorenje, Philips, Acer, Lenovo დასხვა. ამასთან, „ელიტ ელექტრონიქსი“ არის Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-ს და Hitachi-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი, ასევე LG-ს და Samsung-ის ოფიციალური რითეილ-პარტნიორი.
