LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელიზაბეტ დებისკი პრინცესა დაიანას „შურისძიების“ კაბით სერიალ „გვირგვინის“ პრემიერაზე

290
ელიზაბეტ-დებისკი

ლოს-ანჯელესში სერიალ „გვირგვინის“ ბოლო სეზონის პრემიერა შედგა. მაყურებელმა ჯერ სერიალის პირველი ნაწილი უნდა შეაფასოს, რომელიც პრინცესა დაიანასა ეძღვნება, ხოლო მეორე ნაწილი ოდნავ მოგვიანებით გამოვა დიდ ეკრანებზე.

პრემიერაზე პირველი გამოვიდა პრინცესა დაიანას როლის შემსრულებელი ელიზაბეტ დებისკი. მსახიობმა ერთი-ერთში გაიმეორა ლედი დის ლუქი, როცა ის განქორწინებიდან მალევე გულახდილი კაბით გამოჩნდა შეხვედრაზე. ამ კაბას საბედისწერო „შურისძიების კაბაც“ კი უწოდეს.

პრემიერაზე ელიზაბეტ დებისკისთან ერთად იმყოფებოდა ხალიდ აბდალა, რომელიც დოდი ალ-ფაიედის როლს ასრულებს.

საინტერესოა, რომ ელიზაბეტ დებისკის ახალი კაბის ავტორი „ბოტეგა ვენეტას“ მოდის სახლია,. 1995 წელს კი, პრინცესა დაიანასთვის „შურისძიების“ კაბა, „მანოლო ბლანიკმა“ შექმნა.

ელიზაბეტ დებისკი პრინცესა დაიანას ცნობილ საცურაო კოსტიუმში, რომელიც მას სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ეცვა

ელიზაბეტ დებისკი პრინცესა დაიანას როლში შეუდარებელია – ბოლო კადრი „გვირგვინის“ გადაღებებიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები