ივნისის ბოლოს ლოს-ანჯელესი უმასპინძლებს ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც მდიდრული ლიმუზინი Princess Limousine გაიყიდება. პრემიალური ავტომობილი 1965 წელს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შეკვეთით ააგეს, სპეციალურად ელისაბედ II იამაიკაზე ვიზიტისთვის. მას შემდეგ რაც მნიშვნელოვანმა სტუმრებმა კუნძული დატოვეს, ავტომობილი ქვეყნის მთავრობის სამსახურში გადავიდა.
ოთხკარიანი სამეფო ლიმუზინი 6 სავარძლითაა აღჭურვილი და მას შემდეგ რაც დედოფალმა იამაიკა დატოვა, ლიმუზინს კუნძულის გუბერნატორი ოფიციალური შეხვედრებისთვის იყენებდა. როდესაც ავტომობილის ექსპლუატაცია დასრულდა, ის რესტავრატორებს გადასცეს. სპეციალისტებმა განაახლეს ძარა, სალონი და მთელი ინტერიერი.
რესტავრაციის შემდეგ ყველა აგრეგატმა თავისი ნომერი შეინარჩუნა. ლიმუზინის კაპოტის ქვეშ 6 ცილინდრიანი ძრავა Austin-ია განთავსებული და აგრეგატი 4 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.