დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეტ მეორემ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწინებას ფორმალური თანხმობა მისცა.
წერილში, რომელიც მან დიდი ბრიტანეთის საბჭოს გაუგზავნა, ის თანხმობას გამოხატავს თავისი შვილიშვილისა და მისი საცოლის მოახლოებული ქორწილის დღისადმი. შესაბამისი შინაარსის წერილი ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის დროსაც გაიგზავნა.
აღსანიშნავია, რომ წინა შემთხვევაში დედოფალმა კეიტი შემდეგი სიტყვებით მოიხსენია: „ჩვენი ერთგული და საყვარელი კეტრინ ელიზაბეტ მიდლტონი“, თუმცა პრინც ჰარის საოცლის მიმართ მან მხოლოდ მისი სრული სახელი და გვარი – რეიჩელ მეგან მარკლი გამოიყენა.