LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელიზაბეთ რუდმა პალიასტომზე პონტონით გაისეირნა -აშშ ქართული ტურიზმის მხარდაჭერას განაგრძობს (ფოტოები)

356
71847638-10157567578002954-7605390369630453760-n

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა.

რუდი პალიასტომის ტბას ესტუმრა და პონტონით გაისეირნა. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ძალები კაიაკზეც მოსინჯა.

“საქართველოს მთებზე არანაკლები განძია მისი ჭალები. კოლხეთის ეროვნულ პარკში შეგიძლიათ პონტონით გადაცუროთ პალიასტომის ტბა, კაიაკით აისეირნოთ მდინარე ფიჩორზე, დაათვალიეროთ მკვიდრი და მიგრირებადი ფრინველები და გადაშენების პირას მყოფი მცენარეები და ცხოველები. ბუნების დაცვა დღეს მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს” – აცხადებს რუდი.

ელიზაბეთ რუდი #spendyoursummeringeorgia-ს უერთდება - ფოტოები მყინვარწვერიდან (ფოტო)

ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ადის და ამავდროულად, მოქალაქეებისგან რეკომენდაციებს ელის, რა მოინახულოს ყაზბეგში.

ცნობისთვის, ინფორმაციას აშშ-საელჩოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები