LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელტონ ჯონი მე-19 ადამიანი გახდა, ვინც „ემი“, „გრემი“, „ოსკარი“ და „ტონი“ მოიპოვა

214
page

ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების 75-ე ცერემონია გაიმართა. ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამოდგა ლეგენდარული არტისტის, ელტონ ჯონისთვის, ის გამოსამშვიდობებელი ტურნესთვის, Farewell Yellow Brick Road Tour დააჯილდოვეს.

76 წლის მომღერალი მე-19 ადამიანი გახდა, რომელსაც ამ ინდუსტრიაში ოთხი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, „გრემი“, „ოსკარი“, „ემი“ და „ტონი“ აქვს მიღებული.

ამ პრესტიჟული ჯილდოების მფლობელთა სიაში ისეთი ადამიანები შედიან, როგორებიც არიან: ოდრი ჰეპბერნი, ჯონ ლეჯენდი, ვაიოლა დევისი, ჯენიფერ ჰადსონი და სხვები…

ვიდეო: „თქვენ მუდამ დარჩებით ჩემს გონებაში, გულსა და სულში“ – ელტონ ჯონმა 52 წლიანი კარიერა დაასრულა

76 წლის არტისტის კარიერა უკვე 6 ათწლეულს ითვლის. ელტონ ჯონმა მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში, 3 500-ზე მეტი კონცერტი გამართა. 300 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსია. მას მიღებული აქვს გრემის 6 ჯილდო, ორი ოსკარი და ორი ოქროს გლობუსი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები