LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თქვენ მუდამ დარჩებით ჩემს გონებაში, გულსა და სულში“ – ელტონ ჯონმა 52 წლიანი კარიერა დაასრულა

161
elton_64aad0f8948cc

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა 52 წლიანი კარიერა დაასრულა. მომღერალმა თავისი უკანასკნელი ტურნეს ბოლო კონცერტი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართა.

„რა შესანიშნავი მოგზაურობა გამოდგა ეს ტურნე. ახლა კი ჩვენ დასასრულს მივუახლოვდით. თქვენ მუდამ დარჩებით ჩემს გონებაში, გულსა და სულში“, – განაცხადა ლეგენდარულმა არტისტმა

ცნობისთვის, ელტონ ჯონის უკანასკნელი მსოფლიო ტურნე, Goodbye yellow brick road 2018 წელს დაიწყო და, წესით, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, პანდემიის გამო, მომღერალმა კონცერტები  გააუქმა.

„ეს შენ გეძღვნება ჯორჯ“ – აცრემლებულმა ელტონ ჯონმა სიმღერა გარდაცვლილ ჯორჯ მაიკლის მიუძღვნა – ემოციური ვიდეო

შეგახსენებთ, 76 წლის არტისტის კარიერა უკვე 6 ათწლეულს ითვლის. ელტონ ჯონმა მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში, 3 500-ზე მეტი კონცერტი გამართა. 300 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსია. მას მიღებული აქვს გრემის 6 ჯილდო, ორი ოსკარი და ორი ოქროს გლობუსი.

76 წლის ელტონ ჯონს სიარული უჭირს – ვარსკვლავი პენსიაზე გასვლას გეგმავს

ვიდეო: სად არის დუა ლიპა? – ელტონ ჯონმა საკულტო სიმღერა Cold Heart მარტომ შეასრულა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Elton John (@eltonjohn)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები