LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Emmy 2024-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

195
jennifer-coolidge-jerds

ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების 75-ე ცერემონია გაიმართა.

2024 წლის „საუკეთესო სერიალის“ კატეგორიაში კვლავ „მემკვიდრეობამ“ გაიმარჯვა. კირან კალკინმა, სარა სნუკიმ და მეთიუ მაკფეიდენმა ჯილდოები მოიპოვეს „საუკეთესო მამაკაცის“, „ საუკეთესო ქალისა“ და „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობების“ ნომინაციებში. შოუმ ასევე „საუკეთესო სცენარისთვისაც“ მიიღო ჯილდო.

„საუკეთესო კომედიურ სერიალად“ დასახელდა „დათვი“, ჯერემი ალენ ვაითი შოუსთვის „საუკეთესო მამაკაც მსახიობად“ აღიარეს. „საუკეთესო ქალ მსახიობი კი აიო ედიბირი გახდა.

„საუკეთესო მინი-სერიალი“ „მტრობა“ გახდა. სტივენ იანი და ალი ვონგი „საუკეთესო მსახიობებად“ აღიარეს.

რაც შეეხება მუსიკალურ ინდუსტრიას, გამოსამშვიდობებელი ტურნესთვის, Farewell Yellow Brick Road Tour ელტონ ჯონი დააჯილდოვეს.

სრული სია იხილეთ აქ.

ვიდეო: „თქვენ მუდამ დარჩებით ჩემს გონებაში, გულსა და სულში“ – ელტონ ჯონმა 52 წლიანი კარიერა დაასრულა

ფოტო: Emmy 2021-ის გამარჯვებულთა სია ცნობილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები