„ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის ვლადიმერ პუტინის მზადყოფნა მისასალმებელია“, – ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მისასალმებელია, კრემლი ამ მიდგომას საჯაროდ დათანხმდა:
„მისასალმებელია, რომ კრემლი ამ მიდგომას საჯაროდ დათანხმდა. მოქმედების საუკეთესო კურსის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ“, – აცხადებს ელისეის სასახლე.
ელისეის სასახლეში აღნიშნეს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ნებისმიერი სახის დიალოგი უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ პარტნიორებთან „სრული გამჭვირვალობით“ შედგება და მიზანს კვლავ უკრაინისთვის „მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მიღწევა წარმოადგენს.
შეგახსენებთ, დღეს კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის.
